კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი

   2014 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა. სამუშია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს შეხვდა და წარუდგინა კორპუსების ჩამონათვალი, რომელთა დასრულებაც წელს იგეგმება. მისი თქმით, ეს პროცესი, რომელიც წელს დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა შეხვედრას ასზე მეტი დაზარალებული ესწრებოდა.
“თავის დროზე თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავამ ამ ადამიანებისთვის განკუთვნილი თანხები ამოიღო, დღეს კი საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტის გაჩენით ეს გაყინული პროცესი ადგილიდან დაძრა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარება დაიწყოს”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები