მსოფლიოს ყველაზე მცირე ზომის დელფინის სახეობა გადაშენების პირას არის

მსოფლიოს ყველაზე მცირე ზომის და ყველაზე იშვიათი დელფინი მაუი მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეიძლება გადაშენდეს, თუ მისი გადარჩენისთვის ზომები არ იქნება მიღებული. ეკოლოგების გაანგარიშებით, ბუნებაში ამ სახეობის მხოლოდ 50 დელფინია დარჩენილი. ეს უიშვიათესი სახეობა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, ახალ ზელანდიასთან ბინადრობს.

როგორც ეკოლოგებმა სან-დიეგოში გამართულ ვეშაპების რეწვის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადეს, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, რათა მებადურების ბადეებში დელფინების მოხვედრა თავიდან იქნას აცილებული. ამისთვის კი საჭიროა ამ ზონაში თევზჭერის აკრძალვა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ შესაბამისი ღონისძიებები არ იქნება გატარებული, ამ სახეობის დელფინის გადაშენება მხოლოდ დროის ამბავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები