საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სტუდენტებს შეხვდნენ

შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ვალერი თავაძე დაგიორგი დუმბაძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. შეხვედრაზე, რომელიც სტუდენტების ინიციატივითა და საპატრულო პოლიციის ორგანიზებით მოეწყო, საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანა Ford Interseptor-ის პრეზენტაცია მოეწყო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სტუდენტებს ავტომანქანა Ford Interseptor დაათვალიერებინეს და დეტალურად განუმარტეს ავტომანქანის შესაძლებლობები, უპირატესობა და მისი მნიშვნელობა სამართალდამცველების ეფექტური მუშაობისთვის. შეხვედრის ფარგლებში ასევე მოეწყო ახალი ავტომანქანის კლიპის ჩვენებაც, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები