“პოზიციის” ორგანიზებით, ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველთათვის კონცერტს გამართავენ
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ინიციატივით, პროექტი “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” შეიქმნა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, 28 მაისს კლუბში one side ჩატარდება კონცერტი, რომელსაც ორგანიზატორები მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გამართავენ. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
“პოზიციის” ხელმძღვანელის გურამ ადამაშვილის განცხადებით, პროექტი ყოველი თვის ბოლოს განხორციელდება და მას ექნება საქველმოქმედო ხასიათი. დასწრება თავისუფალია.