უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება, უმეტესად, ხანმოკლე წვიმები.
ასეთივე ამინდი იქნება დედაქალაქშიც – ამის შესახებ „კვირას“ ამინდის ბიუროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 24 – 25 მაისს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ასევე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. 24 მაისს თბილისში ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი – 28 გრადუსი.
რაც შეეხება 26 მაისს, დასავლეთ საქართველოში წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის. დედაქალაქში ტემპერატურა 29 გრადუსს მიაღწევს.