26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 385 000 (სამასოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს – 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას – 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში. პრემიერის განკარგულება 15 მაისით თარიღდება.