გრიგოლ გიორგაძემ და შოთა რეხვიაშვილმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დღეს აფხაზეთობაა. ამ დღესთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და შოთა რეხვიაშვილმა, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ჩვენ ვუერთდებით, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ დაარსებულ დღეს აფხაზეთობას, ჩვენი უწყებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საომარი ვითარების გამო დატოვეს თავიანთი სახლ-კარი, თავიანთი კუთხე. პირველ რიგში ჩვენ მოვედით იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე“ – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მემორიალთან დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები