გლდანში გზებზე ასფალტის საფარი იგება
გლდანის რაიონში, გმირკურსანტთა ქუჩა #22-ში შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 6 700 კვ მეტრი ფართობის გზის მონაკვეთზე მოიჭრა და დამუშავდა.
მიმდინარეობს 5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 201 000 ლარია.
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს ,,გზამშენი2 „ ახორციელებს. ასევე, გლდანის რაიონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა წყალსადენის ქუჩაზე ჩანგრეული გზის მონაკვეთის აღდგენა. აღნიშნული სამუშაო 54 000 ლარს შეადგენს და მას შ.პ.ს. ,,ჯეობილდინგი“ აწარმოებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, გამგებლის მოადგილე გია თულაშვილთან და ა(ა)იპ ,,მუნიციპალურ ლაბორატორიასთან“ ერთად დაათვალიერა.