აჭარის ბუნებრივ აირს, ურეკს და ლაითურს 24 მაისს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება
აჭარის ბუნებრივ აირს, ურეკს და ლაითურს 24 მაისს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა.
სამუშოებთან დაკავშირებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 მაისის 03:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებს: აჭარის ბუნებრივ აირს, ურეკს და ლაითურს.