მოზარდმაყურებელთა თეატრი შშმ ბავშვებსა და მათ თანატოლებს უმასპინძლებს

 

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე ბავშვებსა და მათ თანატოლებს მასპინძლობს. კერძოდ, 1 ივნისს მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში მათი ნახატების გამოფენა გაიმართება.

IMG_9720როგორც მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ასოციაცია „ანიკას“ პიარმენეჯერმა, თამარ ქველიძემ „კვირას“ განუცხადა, გამოფენის თემაა ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელებისა და მათი თანატოლების მიერ აღქმული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებიც 1 ივნისს მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში გაცოცხლდება.

 მისივე თქმით, გამოფენის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი, მათ თანატოლებში ინტეგრაციაა.

 „1 ივნისს მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში მოეწყობა გამოფენა, სადაც შშმ ბავშვებისა და მათი თანატოლების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელებისა და მათი თანატოლების თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები იქნება გამოფენის თემა. ამ ღონისძიების მიზანი, რა თქმა უნდა, შშმ ბავშვების საზოგადოებასა და განსაკუთრებით, მათ თანატოლებში ინტეგრაციაა. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით 1 ივნისს, მოიყვანეთ თქვენი შვილები და ერთად აღვნიშნოთ ბავშვის დაცვის საერთაშორისო დღე.  პროექტის მხარდამჭერია კომპანია McDonald’s-ი, რომელიც ბავშვებს საჩუქრებსა და სურპრიზებს ჰპირდება“, – განაცხადა თამარ ქველიძემ.

ღონისძიების ინიციატივა მოზარდმაყურებელთა თეატრს ეკუთვნის, მხარდამჭერია McDonald’s-ი; საინფორმაციო მხარდამჭერი კი – პორტალი „კვირა“.

გამოფენა 14:30 საათზე გაიხსნება.

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

IMG_9691

IMG_9693

 

IMG_9695

IMG_9700

IMG_9701

IMG_9702

IMG_9703

IMG_9704

IMG_9705

IMG_9708

IMG_9710

IMG_9711

IMG_9714

IMG_9716

IMG_9719

IMG_9721

 

IMG_9728

IMG_9730

IMG_9733

IMG_9738

IMG_9748

IMG_9749

IMG_9750

IMG_9751

 IMG_9752

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები