სამების ტაძარში ახალშობილების 39-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ახალშობილების 39-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ დაიწყება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლული კიდევ 1622 ჩვილი გახდება.

შეგახსენებთ,რომ დღესდღობით უწმინდესს 23 069 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები