აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებლებს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2015 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების მაჩვენებლებს აქვეყნებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა ორი თვის განმავლობაში შეადგინა 170 ერთეული; ამავე პერიოდში მორიგებით დასრულდა და, შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელებულა 37 შემთხვევაში; მორიგების შედეგად, ამ ორი თვის განმავლობაში, შეწყდა 19 გამოცხადებული აუქციონი და აღარ მოხდა ქონების რეალიზაცია; ამავე საანგარიშო პერიოდში 1 115 მოქალაქეს გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება; ორი თვის მონაცემებით, დარეგულირდა ალიმენტის126 საქმე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთო მონაცემებით, სულ მორიგებისა და განწილვადების რაოდენობამ ჯამურად, ყველა კატეგორიის მიხედვით, შეადგინა 1934 ერთეული. როგორც ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ მოწოდებულია, მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები