საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ – მოზარდებს უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრნენ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისის N130 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები