პარლამენტის თავმჯდომარემ 70 ოფიცერ ქალს 8 მარტი მიულოცა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვა წევრებმა 70 ოფიცერ ქალს დღესასწაული მიულოცეს. ჟურნალისტებთან საუბარისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში დასაქმებული ქალებისთვის 8 მარტის აღსანიშნავი ღონისძიების გამართვა ტრადიციად იქცევა.
“დღეს საქართველოს პარლამენტში მოვიწვიეთ ქალბატონები, რომლებიც შესაძლოა, ყველაზე რთული მიმართულებით შრომობენ. ეს ქალბატონები ადასტურებენ, რომ არ არსებობს ასეთი დაყოფა, რა შეიძლება იყოს ქალისთვის უფრო მისაღები და რა – მამაკაცისთვის. თანასწორობა ქალის და მამაკაცის უნდა გამოიხატებოდეს ყველგან და ყველაფერში. პარლამენტი ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს. სიმართლე გითხრათ, დღეს, როდესაც გამოვდიოდი მათ წინაშე, ორმაგად დათრგუნული ვიყავი – პირველი, მათი სიმშვენიერით და სილამაზით და მეორე იმით, რომ მე სულ რაღაც უფროსი სერჟანტი ვარ, აქ კი ამდენი ოფიცერი ქალბატონია”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები