ილია მეორე: თუ სიყვარული არ აქვს ადამიანს, სიხარული არ ექნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა ამაღლების და ასევე, ტაძრის დღესასწაული მიულოცა და და მათ ქადაგებით მიმართა.

უწმინდესმა წმინდა სახარებიდან ის ადგილი გაიხსენა, სადაც მაცხოვრის ამაღლებაზეა საუბარი.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თითქოს მწუხარება უნდა ყოფილიყო, რადგან მოციქულებს მაცხოვარი დაშორდა, მაგრამ მათ ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები – „მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე.“ პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს სიხარული გადმოდის თაობიდან თაობაზე. “ ეს სულიერი სიხარული გვათბობს ჩვენ. სხვაგვარად ამდენ განსაცდელს ადამიანი ვერ გაუძლებდა, სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. თუ სიყვარული არ აქვს ადამიანს, სიხარული არ ექნება. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ მის წყალობას, მოწყალებას, როგორ ეხმარება ადამაინს უფალი. ხშირ შემთხვევაში მწუხარება სიხარულად გარდაიქმნება. აი, ჩვენ თაყვანს ვცემთ უფალს, რომელიც გვაძლევს სიხარულსა და მადლს,“ – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები