განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ.
ისინი სკოლებში იმ ბავშვების დაშვებას ითხოვენ, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.
აქციაზე ასევე დეპუტატი კობა სუბელიანი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკა მელია და ადვოკატი გოგა ონიანი იმყოფებიან.
ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ არ მოხდეს ბავშვების დისკრიმინაცია ერთი დღის, ორი კვირის, ან ერთი თვის გამო.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარანტები: “სანიკიძე, შორს ხელები პარლამენტისგან”, “ვისაც კერძო სკოლის ფული არ გვაქვს, რა ვქნათ”, “ბავშვების ხარჯზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები