ილია მეორე ამაღლების დღესასწაულს მრევლს ამაღლების ტაძრიდან მიულოცავს

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს. მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

წირვის დროს ტაძარში წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც ელეონის მთაზე უფლის ამაღლების შესახებ არის საუბარი. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები