საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დღეს იწყება
მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24 მაისს ჩააბარებენ, ხოლო 25 მაისი სარეზერვო დღეა. საგამოცდო საგნის პირველი დღე ქართულ ენასა და ლიტერატურას დაეთმობა, ხოლო შემდეგი, დღე უცხო ენას, ისტორიას და მათემატიკას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომლებმაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩააბარეს.
მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს ჩატარდება, შემდეგ საგნებში – გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. 20 ივნისი სარეზერვო დღეა.
მე-11 კლასელების გამოცდები 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისამდე გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. გამოცდებზე დაახლოებით 44 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა.