“ოკრიბას” მიმდებარედ მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა ნაწილი და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორია დღეს 18:00 საათიდან 1 თვით გადაიკეტება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაციაა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც 8 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – შპს „ნდს მშენებლობა“ და შპს „საგზაო კომპანია“ ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები