გურამ შარაძის გარდაცვალების მერვე წლისთავი მდუმარე აქციით აღნიშნეს

გურამ შარაძის გარდაცვალების მერვე წლისთავი დღეს შარაძის ახლობლებმა და მეგობრებმა მდუმარე აქციით აღნიშნეს. ისინი შარაძის მკვლელობის ადგილზე, მელიქიშვილის ქუჩისა და აკაკი შანიძის ქუჩის გადაკვეთაზე შეიკრიბნენ, ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

შეკრებისას საგზაო წესრიგს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს, შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის თქმით, ბადაშვილის უწყებამ საქმე განაახლდა და ხელახლა ძიებაში დააბრუნა.

“ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ სააკაშვილმა ისე დაასრულა “გამოძიება”, როგორც მას სურდა. მას შემდეგ კბილაშვილის პროკურატურამ არაფრით საქმის თავიდან გამოძიება არ დაიწყო. კბილაშვილის პროკურატურიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ერთი ფურცელი აღარ დაგვიმატებია. ბადაშვილის პროკურატურამ კი საქმის ხელახალი ძიება დაიწყო. ესე იგი, შესაძლებელი ყოფილა. მე იმედიანად ვარ, ვნახოთ, რა იქნება”, – განუცხადა რუსუდან შარაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს, რუსუდან შარაძე იმედოვნებს, რომ ბარათელი გამართლდება და ვადაზე მალე დატოვებს ციხეს. როგორც რუსუდან შარაძემ განაცხადა, ცოტა ხანში იგი მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს შეხვდება და გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებულ ახალ დეტალებს სწორედ მისგან შეიტყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები