მიხეილ ხუბუტია ვლადიმერ პუტინს არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის სახლის“ დაფუძნებას სთავაზობს

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის სახლის“ დაფუძნებას სთავაზობს. ამის შესახებ ხუბუტიამ ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და რუსულ ენასთან დაკავშირებულ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ღრმად პატივცემულო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი. ნება მიბოძეთ, თქვენი მინისტრები ცოტათი გავაკრიტიკო. განათლების შესახებ 273-ე ფედერალურ კანონს ყურადღებით გავეცანი. სკოლების გაერთიანება: არც ერთ ქვეყანაში არ გამიგია, რომ ამას ეფექტი ჰქონოდა. ხუთი სკოლა ერთიანდება და ერთი დირექტორი ეყოლება. არავითარი ეფექტი! რატომ არ ვეკითხებით ხალხს? რატომ არ ვეკითხებით მასწავლებლებს და რაც მთავარია, რატომ არ ვეკითხებით მშობლებს, აქვს თუ არა ამას ეფექტი?

რეგიონებში და მოსკოვშიც, ძირითადად, ელემენტარულ გაკვეთილებს ატარებენ, შემდეგ სხვა სკოლებიდან რეპეტიტორებს გვთავაზობენ, რაც ჯამში ძვირი ჯდება და ყველა მშობლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ 273-ე კანონს უნდა გადავხედოთ და სკოლების გაერთიანების თემას მივაქციოთ ყურადღება. თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსული ენა, უამრავ ქვეყანაში იგნორირებულია. ეს, რასაკვირველია, ტრაგიკული ფაქტია, მაგარმ ერთი უბრალო მიზეზის გამო ამაშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა: ჩვენ ეთნოკულტურული მნიშვნელობის სკოლებს ვანადგურებთ. რისთვის? ისინი არსებობდა და ყველა ეროვნული გაერთიანება ამ სკოლებს ეხმარებოდა. დღეს ეთნოკულტურა იკარგება.

შემდეგი თემა. თქვენ იცით, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება. იჟევსკში ერთადერთი ტექნიკური უნივერსიტეტი არსებობდა, რომელიც პრაქტიკულად განადგურებულია. მეორე ტექნიკური უნივერსიტეტი ტულაში იყო. ჩვენ კი კადრები გვჭირდება, ყველა ეს კითხვები, რასაკვირველია, განათლების მინისტრს უნდა დავუსვათ.

კონკრეტულად კავკასიასთან დკავშირებით, გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის სახლის“ შექმნას, სადაც არა მარტო ცალკეული წევრები გაერთიანდებიან, არამედ სხვა მოძმე ერების წარმომადგენლები: აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, ქართველები, აფხაზები და რასაკვირველია მთლიანად ჩრდილოეთ კავკასია. სრულიად აპოლიტიკური „კავკასიური სახლი“, რუსული კულტურითა და რუსული ენით იქნება გაჯერებული, რადგან ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მადლობა ყურადღებისთვის“,- განაცხადა ხუბუტიამ.

წყარო: „ფრონტნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები