„სოციალ – დემოკრატები“ მშრომელებს პირველ მაისს ულოცავენ

1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, „სოციალ-დემოკრატები“ ყველა მშრომელს ულოცავს. როგორც მილოცვაშია ნათქვამი, ეს დღე შრომის, სოლიდარობისა და ცხოვრების წესის სიმბლოა. დღე, როდესაც შრომის დაფასება, უპირველესად, ადამიანის დაფასებასა და პატივისცემას გულისხმობს, რადგან შრომა არა მარტო მატერიალური დოვლათის დაგროვების წყაროა, არამედ საფუძველი საზოგადოებაში ადამიანის სრულფასოვანი თვითდამკვიდრებისა. „სოციალ-დემოკრატების“ მილოცვაში იმ მძიმე მემკვიდრეობაზეა აქცენტი გაკეთებული, რომელიც ქვეყანამ და თითოულმა მშრომელმა წინა ხელისუფლებისგან მიიღო და ეს, უპირველესად, ის შრომის კოდექსია, რომელიც დამსაქმებლის ინტერსებზე მოარგეს და, რომლიც ბატონყმობისთვის დამახასითებელ შრომით ურთიერთობებს აკნონებდა: დასაქმებულს საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა ბერკეტს ართმევდა და ხელს უწყობდა საზოგადოებრივ გახლეჩასა და გარიყულობას.
“1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. ეს არის ცივილიზებული სამყაროს ერთგულების დასტური თავისუფლების, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის, ხალხთა მეგობრობისა და ადამინის ღირსების მიმართ. იგი სიმბოლოა შრომისა, სოლიდარობისა, სიმბოლოა ცხოვრების წესისა, ფილოსოფიისა , რომელიც ადამიანს საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ბედის შემოქმედად მიიჩნევს. დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად მწვავედ ვგრძნობთ იმ კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გაბატონებულმა რადიკალურმა ნეოლიბერალურმა წესრიგმა განაპირობა, ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ იდეებს, რომლებიც ჩვენს დიად წინაპართა და კაცობრიობის პროგრესულ მოაზროვნეთა პათოსს განაპირობებდა მოდერნულ, თანამედროვე საქართველოში. შრომის დაფასება ადამიანის დაფასება და პატივისცემაა, რადგან შრომა არა მარტო მატერიალური დოვლათის დაგროვების წყაროა, არამედ საფუძველი საზოგადოებაში ადამიანის სრულფასოვანი თვითდამკვიდრებისა. ფული და კაპიტალი კი არ უზრუნველყოფს განვითარებას, არამედ ნიჭი, აზროვნება და შრომა. არა ხალხი უნდა ემსახურებოდეს კაპიტალს, არამედ კაპიტალი უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წინა ხელისუფლებისგან. მხოლოდ დამსაქმებლის ინტერსებზე მორგებული შრომის კოდექსი, რომლიც ბატონყმობისთვის დამახასითებელ შრომით ურთიერთობებს აკნონებდა, დასაქმებულს ართმევდა ყველა ბერკეტს საკუთარი უფლებების დასაცავად და ხელს უწყობდა საზოგადოებრივ გახლეჩასა და გარიყულობას. სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. შეიცვალა შრომის კოდექსი, საფუძველი ჩაეყარა იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომავალში ღირსეული შრომითი ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით ადამიანების სოციალური, შრომითი უფლებების უგულველყოფას. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა დაღუპული და დასახიჩრებული დასაქმებულების რაოდენობით. ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, რათა სწრაფად ამოქმედდეს ის მექანიზმები, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებდნენ ჩვენს ქვეყანაში ღირსეულ და ცივილიზებულ შრომით ურთიერთობებეს. მაგრამ მარტო კანონი ვერ იქნება ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების გარანტი. სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს შრომის ინსპექცია, რომელიც გაამყარებს ამ პროცესის შეუქცევადობას. რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ დიალოგის და პარტნიორობის კულტურა, რაც უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ჰარმონიული, მდგრადი, ჯანსაღი განვითარების საფუძველი. ვულოცავთ 1 მაისს ჭიათურელ მაღაროელებს, ფოთელ დოკერებს, რუსთაველ და ქუთაისელ მეტალურგებს, ჩვენი მომავალი თაობის აღმზრდელ მასწავლებლებს, რკინიგზელებს, პროფკავშირებს, ხალხის სამსახურში ჩამდგარ პოლიციელებს, მეცნიერებს, მეწარმეებს, რომლებმაც კარგად იციან შრომის ფასი და პატივს ცემენ ყველა მშრომელა დამიანს. ვულოცავთ ამ დღეს საქართველოს ყველა მშრომელს, მიუხედავად მათი საქმიანობისა, ეთნიკური, სარწმუნოებრივი და სოციალური წარმომავლობისა, და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ! ვულოცავთ ასევე ასობით ათას უმუშევარს, რომლებიც დღემდე ცდილობენ იპოვონ სამუშაო! ვულოცავთ ყველა დარგის პროფესიულ კავშირებში გაწევრიანებულ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მშრომელთა უფლებებისთვის! ” , – ნათქვამია მილოცვაში.
დღეს , როგორც ყოველი წლის 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება. 1 მაისის აღნიშვნა სათავეს 1880–იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. 1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა. ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები