თბილისში მტკვარმა მკვდარი თევზები გამორიყა

იუსტიციის სახლთან მკვდარი თევზებია გამორიყული, მიმდებარე ქუჩებში კი მძაფრი არასასიამოვნო სუნია, რაც მდინარის დონის კლების შედეგად დარჩენილმა შლამმა გამოიწვია.
თბილისში რამდენიმე დღით მტკვრის დონის დაწევის შესახებ ინფორმაცია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” გაავრცელა. აღნიშნულის მიზეზი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე მიმდინარე გეგმური სამუშაოებია.
“30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ენერგო–პრო ჯორჯიას“ ჰიდროენერგო დეპარტამენტი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებში დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას.
აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. აღნიშნული სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან. ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე. ამ დროის მანძილზე ორივე ჰიდროელექტროსადგური იქნება დროებით გაჩერებული, ხოლო მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. სამუშაოების წარმოება არ გამოწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.
“ენერგო–პრო ჯორჯია“ ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები