“პოზიციის” ახალგაზრდულმა ფრთამ გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დემეტრე ცხვიტავა, დღეს, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ და სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნეს. ორგანიზაცია, „tvfree“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით, ახალი პროექტის – „ჩემი პოზიცია“ – განხორციელებას გეგმავს, რომელიც თბილისის უნივერსიტეტთა სტუდენტების წარმოჩინების და აქტივობისთვის იქნება მიზანმიმართული.
როგორც ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა დემეტრე ცხვიტავამ უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებს აუხსნა, პროექტის ფარგლებში, სტუდენტები თემას და მიმართულებას თავად აირჩევენ და მათი წერილები თუ ნაშრომები განთავსდება ვებგვერდზე: TVfree.ge . ამის შემდეგ მოწონების პრინციპით შეირჩევა ათი საუკეთესო თემის ავტორი, ხოლო ამ ათიდან საუკეთესო სამს გამოავლენს ჟიური.
„გამარჯვებული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ჩვენს ორგანიზაციაში – შემდგომში დასაქმების პერსპექტივით – და მიიღებენ მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში“, – განუცხადა სტუდენტებს დემეტრე ცხვიტავამ. გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თექვსმეტმა სტუდენტმა აღნიშნულ პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატა.
მსგავსი შეხვედრები თბილისის სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართება და პროექტში ჩართვის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა. „პოზიციის“ ახალგაზრდულ ფრთაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, პირუთვნელად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას და, ამავე დროს, საზოგადოებას დაანახვებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პოზიცია ქვეყნის სამომავლო წინსვლასა და განვითარებაში.

14671_1101101536572502_9048296406513800099_n

10494898_1101101736572482_3491468306908064832_o

11017526_1101101619905827_7327536221046998330_n

11193294_1101101403239182_6121191378694103557_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები