ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული კლინიკების სიას აქვეყნებს

C ჰეპატიტის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებებს კიდევ ერთი, კლინიკა „მრჩეველი“ დაემატა (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. N9), – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ კიდევ 3 კლინიკას.
1.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის 16); 2. „ჰეპა“ (ლუბლიანას 18/20);
3. „ნეოლაბი“- (ნუცუბიძის ქ. 8).
დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.
მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი).
დოკუმენტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს: პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები – HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართავ კრიტერიუმებს. კომისია, რომელიც განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე, უკვე ხუთშაბათს შეიკრიბება. საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა და ინფორმაცია კლინიკების შესახებ განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე- WWW.MOH. GOV.GE.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები