დიღმის მასივში დასუფთავების აქცია მოეწყო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას ინიციატივით, რაიონში დასუფთავების აქცია მოეწყო. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აქციის ფარგლებში, დასუფთავების სამსახურის შპს “თბილსერვის ჯგუფის”- მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დიღმის მასივის ყოფილი ბავშვთა სახლის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დასუფთავდა. დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე, მე-6 კვარტლის 23-ე კორპუსის, მე-5 კვარტლის 21-ე კორპუსის, მე-2 კვარტლის მე-4 კორპუსისა და მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოებისა და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება სხვა მისამართებზეც იგეგმება.