საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მოსალოდნელია წვიმა ზოგან ელჭექით.
“ხვალიდან მთელს საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთში ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაიკლებს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით, მთაგორიან რაიონებში შესაძლებელია სეტყვა, კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება“,-განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.