ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნება

დღეს, მსახიობ ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა უშანგი ჩხეიძის #33-ის სახლის ფასადზე გაიხსნება. ზინაიდა კვერენჩხილაძე 1932 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1951 წლიდან მოღვაწეობდა. მისი მნიშვნელოვანი როლებია: სლავკა (,,ფილოსოფიის დოქტორი”), ლელა (,,ბახტრიონი”), ვარინკა (,,ფიროსმანი”), ლიზი (,,წვიმის გამყიდველი”), ტურა (,,ჭინჭრაქა”), ელიზაბეტ პროქტორი (,,სეილემის პროცესი”), დედა (,,მზიანი ღამე”), ანტიგონე (,,ანტიგონე”), ფედრა (,,ფედრა”), მედეა (,,მედეა”), ზეინაბი (,,ღალატი”), იოკასტე (,,ოიდიპოს მეფე”), კლეოპატრა (,,ანტონიოსი და კლეოპატრა”), ემილი დიკინსონი (,,ამჰერსტის მშვენება”), დედა (,,სისხლიანი ქორწილი”), მერი პოპინსი (,,მერი პოპინსი”), პონსია (,,ვთამაშობთ ჯინს”), ლიტერატურული კომპოზიცია ,,სხვა საქართველო”,თამარი (,,მოხუცი ჯამბაზები”), მაკრინე (,,მზის დაბნელება საქართველოში”).
1967 წელს მსახიობს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება; 1976 წელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება; 1999 წელს ღირსების ორდენის კავალერი გახდა; 2000 წელს გადაეცა სპეციალური პრიზი თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“); 2010 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ზინაინდა კვერენჩხილაძის ვარსკვლავი. ზინაიდა კვერენჩხილაძე 2011 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები