“პოზიციის” ახალგაზრდული ფრთა სტუდენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთა 30 აპრილიდან სტუდენტებისათვის ახალ პროექტს გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტიდან იწყებს.
ორგანიზაცია, „tvfree“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით გეგმავს, განახორციელოს პროექტი „ჩემი პოზიცია“, რომელიც თბილისის უნივერსიტეტთა სტუდენტების წარმოჩინების და აქტივობისთვის იქნება მიზანმიმართული.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები თემას და მიმართულებას ირჩევენ თვითონ, მათი წერილები თუ ნაშრომები თავსდება ვებგვერდზე: TVfree.ge, რის შემდეგაც მოწონების პრინციპით შეირჩევა ათი საუკეთესო თემის ავტორი, ხოლო ამ ათიდან საუკეთესო სამს გამოავლენს ჟიური.
„გამარჯვებული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ჩვენს ორგანიზაციაში – შემდგომში დასაქმების პერსპექტივით – და მიიღებენ მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში“, -აცხადებენ ორგანიზაციიის ახალგაზრდულ ფრთაში.
„პოზიციის“ ახალგაზრდულ ფრთაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, პირუთვნელად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას და ამავე დროს საზოგადოებას დაანახვებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პოზიცია ქვეყნის სამომავლო წინსვლასა და განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები