თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა თბილისის საკრებულოში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებსა და არქიტექტორებთან შეხვედრა გამართა. საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ თემურ ბოლოთაშვილმა კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ნუსხა, ასევე სამსახურის მუშაობის პრინციპი და განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა სამერცხლეს მოწყობა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უფლებამოსილების დელეგირება, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის – კ2–ის საანგარიშო ფართობის გამოანგარიშების წესში მოსალოდნელი ცვლილება.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს, რათა დაინტერესებულ მხარეებს არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და მშენებლობის ნებართვის მოპოვებისას მაქსიმალურად ნაკლები წინააღმდეგობა შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები