ვაზიანში სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015”-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015”-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფმა სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების განხორციელების დეტალები განიხილა. მათივე ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან ჩართულნი. საქართველოს მხრიდან სწავლებაში IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი. “Agile Spirit 2015”-ის მიმდინარეობას ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა დააკვირდება. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ზაფხულში ჩატარდება. “Agile Spirit 2015”-ის მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები