უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის ბრძოლის ველიდან გამოყვანა ვერ ხერხდება

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის ცხედრის გამოყვანა ბრძოლის ველიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. გვამი სეპარატისტებთან არის. როგორც “კვირას” უკრაინაში ქართული ბატალიონის მეთაურმა მამუკა მამულიშვილმა განუცხადა, შიროკინოს სოფელში, სადაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, საბრძოლო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარდაცვლილი ჯანელიძე კი ამ დრომდე სეპარატისტებს ყავთ. თუ როდის მოხდება დაღუპული ჯანელიძის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე უცნობია.
გიორგი ჯანელიძე უკრაინაში საბრძოლველად ორი თვის წინ ჩავიდა, მანამდე ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. გიორგი ჯანელიძე, მეტსახელად “სატანა”, გუშინ შიროკინოსთან მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა. იგი აზოვის ბატალიონში იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები