თენგიზ შარმანაშვილი – მთავარი პროკურორის ანგარიშზე: მოსახლეობა კარგად ხედავს როგორ წაიწია წინ დანაშაულთან ბრძოლამ – ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია
“მოსახლეობა კარგად ხედავს როგორ წაიწია წინ დანაშაულთან ბრძოლამ – ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია,”- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტში დაგეგმილი მთავარი პროკურორის ანგარიშის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
„კარგად ხედავს დღეს მოსახლეობა, როგორ წაიწია წინ დანაშაულთან ბრძოლამ. ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. პროკურატურის საქმე ძალიან რთულია. გარდა იმისა, რომ საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ გამოძიებაზე, ასევე სასამართლო პროცესებზეც საქართველოს წარმოადგენენ ბრალდების ნაწილში. ასე რომ, ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მოუსმენენ.