თბილისის მერი დავით ნარმანია ნერგების ფესტივალს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერი დავით ნარმანია „საბა გარდენში“ ნერგების ფესტივალს – Green Fest დაესწრო და იქ წარმოდგენილი მცენარეები დაათვალიერა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა იმ სანერგეებმა და კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც გამწვანების მიმართულებით მუშაობენ.
თბილისის მერის განცხადებით, ფესტივალი კარგად ორგანიზებულია და მოქალაქეებს ადგილზე ეძლევათ საშუალება, მათთვის სასურველი მცენაარეები შეიძინონ და მათი მოვლის ინსტუქციები ადგილზე მიიღონ.
„თბილისი ნამდვილად კარგი გარემოა და შესაბამისი კლიმატია იმისათვის, რომ ბევრი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგას. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, დაინტერედეს ამ გამოფენით და გაალამაზოს მისი მიმდენარე ტერიტორია. რაც შეეხება საჯარო სივრცეს, რა თქმა უნდა, ამაზე ქალაქის მერია იზრუნებს და ასე ერთობლივი ზრუნვით, საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშობით მივაღწევთ იმას, რომ ხვალ უკეთესი ქალაქი გვექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის მხარდაჭერით ნერგების ფესტივალი პირველად გაიმართა. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა სარწყავი სისტემების, სასუქი საშუალებებისა და ხელსაწყო იარაღების ნიმუშებს გაცნობოდნენ. ნერგების ფესტივალი Green Fest ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

10836504_366511503544241_674927980_n

11100768_366511533544238_1345396453_n

11103556_366511510210907_1273493847_n

11104071_366511520210906_903125975_n

11117577_366511513544240_1729042945_n

11117898_366511530210905_1100265227_n

11121226_366511496877575_1043424743_n

11157981_366511516877573_376116589_n

11160485_366511523544239_461495348_n

11164096_366511526877572_923563396_n

11166054_366511493544242_595038786_n

11173678_366511500210908_1621525732_n

11173706_366511506877574_982815697_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები