ლადო სადღობელაშვილი: “რეაქციაში” “ნაცზონდერების ცვენა” იყო

გადაცემა “რეაქციაში” „ნაცზონდერების ცვენა“ იყო. იმ ზონდერების, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხის დარბევითა და წამებით იყვენენ დაკავებულნი, ახლა ცხვრის ტყავში გახვეულები ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან, – ასე ეხმაურება ლადო სადღობელაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემას.
ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი და დამფუძნებელი სადღობელშვილი ასევე წერს, რომ ლაშა ცანავა და ზვიად კუპრავა გადაცემის სტუმრები კი არა, ციხის მკვიდრნი უნდა იყვნენ.
“აი, ასეთია 17 აპრილის „რეაქციის“ შედეგები: 1. პროკურატურას, წესით, ყველა ხელ-ფეხი აქვს შეხსნილი იმისათვის, რომ დააპატიმროს მოძალადე ლაშა ცანავა (გიორგი ჩითარიშვილმა ამოიცნო ერთ-ერთი მოძალადე). 2. ეს არის მაგალითი დღევანდელი ხელისუფლებისათვის, რომ ის ადამიანები რომლებიც წლებია „ნაციონალებს“ ემსახურებოდნენ, არ უნდა აგრძელებდნენ მუშაობას და არ უნდა დაწინაურდნენ დღევანდელ პირობებში. 3. დღევანდელი გადაცემა არის „თავში წკიპურტის ჩარტყმა” ინგა გრიგოლიასთვის იმის გამო, რომ იგი ეპატიჟება ისეთ სტუმრებს (სტუდიაში), რომლებიც წლების განმავლობაში არბევდნენ, სცემდნენ და არ არის გამორიცხული, „იმედიც“ დარბეული აქვთ, ხოლო „თავისუფალი თაობის” წევრების თხოვნა, რომ დაგვასწრონ გადაცემებს, უგულებელყოფილია – ინგას „რეაქცია” იქცა „ზონდერების გამოფენად” (მაგალითად, დღევანდელ გადაცემას, ლაშა ცანავას გარდა, ესწრება ზვიად კუპრავა, ასევე ნაცზონდერი)”,- წერს სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები