მიხეილ სააკაშვილი: უგულავას და ახალაიას ვაფრთხილებდი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის პატიმრობის შესახებ Cnob.ru-ს კორესპონდენტთან ქსენია სოკოლოვასთან საუბრობს. “როდესაც ბაჩო ახალაიამ დამირეკა და მითხრა, რომ საზღვარზე იყო და საქართველოში ბრუნდებოდა, მე მას ვკითხე, თუ ხვდებოდა, რომ დააპატიმრებენ, მან მიპასუხა – “ვიცი, მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ”, – იხსენებს სააკაშვილი. „იგივე ეხება გიგი უგულავასაც, რომელსაც დაკავებამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთში შევხვდი, მან მითხრა – “დამაპატიმრონ და ყველა გაიგებს, რომ მე მართალი ვარ” – ამბობს სააკაშვილი.
მიხეილ საკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ასევე იცოდა, რომ მასაც დააპატიმრებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები