მერია თბილისის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.
“ჩვენ გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი თბილისის ბრენდული სუვენირის შესაქმნელად, რისთვისაც ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს. კონკურსი შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ თბილისთან ასოცირებული ყველაზე საინტერესო სუვენირი, რომელიც ვიზიტორებისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება და მუდამ გაახსენებს ჩვენს დედაქალაქს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღსანიშნავია, რომ სუვენირის ავტორი, რომელიც კომისიის წევრების უმაღლეს შეფასებას მიიღებს, 5 000 ლარით დაჯილდოვდება. შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ბრენდული სუვენირიც. ასეთ შემთხვევაში, საკონკურსო პრიზი გამარჯვებული სუვენირების ავტორებზე განაწილდება. კონკურსი ერთ თვეს გაგრძელდება და საუკეთესო ნამუშევარს საკონკურსო კომისია გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს მიმართონ და გაითვალისწინონ, რომ თბილისის ბრენდული სუვენირი თბილისის ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები