ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მის მფლობელობაში არსებული კუს ტბის წილი არ შეცვლილა

მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე კუს ტბის წილის ფლობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას მიერ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გამოთქმულ ბრალდებებს, სიცრუეს უწოდებს.
კიკაბიძე აცხადებს, რომ მის მფლობელობაში არსებული კუს ტბის წილი არ შეცვლილა. კიკაბიძის განმარტებით, ის კუს ტბის 7%-იან წილს ფლობდა, ბესო ხარძიანის სიკვდილი კი, ოჯახის ტრაგედიაა. როგორც კიკაბიძე აცხადებს, ბესო ხარძიანი მისი ოჯახის წევრი იყო.
ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ, კუს ტბაზე ვახტანგ კიკაბიძის წილი გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები