გიორგი ჩითარიშვილი პროკურატურისგან ლაშა ცანავას დაკავებას ითხოვს

გიორგი ჩითარიშვილმა ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის“ პირდაპირ ეთერში ძალადობაში დაადანაშაულა. მან გადაცემაში ფოტო წარმოადგინა და განაცხადა, რომ სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც მას ფიზიკურად უსწორედება, სწორედ ლაშა ცანავაა.
“ლაშა ცანავა ამოვიცანი, როდესაც მან საჯარო სივრცეში დაიწყო განცხადებების კეთება,. მე მინდა წარმოგიდგინოთ ფოტო, სადაც ჩანს როგორ მისწორდება ლაშა ცანავა ფიზიკურად სხვებთან ერთად. ამ ადმიანს ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში ვდებ ბრალს. პროკურატურისგან მოვითხოვ, როდესაც ამ ადამიანს დაიბარებენ დაკითხვაზე, დააკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მივალ პროკურატურაში და უკან აღარ წამოვალ“, – განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.
ბრალდებების საპასუხოდ ასევე გადაცემა “რეაქციის“ სტუდიაში მყოფმა ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ გიორგი ჩითარიშვილი სხვისი კარნახით მოქმედებს. რაც შეეხება ფოტოზე ასახულ ვითარებას, ცანავა აცხადებს, რომ მაშინ გიორგი ჩითარიშვილი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
“მაშინ გზა იყო გადაკეტილი, არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას“, – აღნიშნა ლაშა ცანავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები