ირაკლი კორძაიამ ლაშა ცანავა მოზარდის ცემაში ამხილა(ფოტო)

„თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს ავრცელებს.
როგორც სადღობელაშვილი განმარტავს ფოტოზე ვარკეთილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავაა, რომელიც მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.
„ზონდერი ცანავა ფიზიკურად უსწორდება გიორგი ჩითარიშვილს!!! და ეს ნაგავი არის ახლა პირდაპირ ეთერში სტუდიაში!!! დააპატიმრეთ ზონდერი!!!“- წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
დღესევე, “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ლაშა ცანავა ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამაც დაადანაშაულა. მისი თქმით, ლაშა ცანავა 2009 წლის 15 ივნისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დარბევასა და გიორგი ჩითარიშვილის ცემაში მონაწილეობდა. ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებით, არსებობს ფოტომასალა, სადაც ლაშა ცანავა 18 წლის გიორგი ჩითარიშვილს ოთხ ადამიანთან ერთად გამეტებით სცემს.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ფოტომასალას, გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში, თავად დაზარალებული ჩითარიშვილი მიიტანს.

11125436_364087630464093_133575967_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები