სურსათის ეროვნული სააგენტო სახინკლეში ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტზე განმარტებას აკეთებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს არაფერი აქვს საერთო სახინკლე შპს “ველიამინოვთან”.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რესტორნის დასახელებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, რადგან დადიანის ქუჩაზე დაწესებულება, სადაც სახელწოდება “ველიამინოვი” ფიგურირებს, ორია.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს განმარტებას შპს-დან “ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე” (შალვა დადიანის ქ.N12) აღებული ნიმუშებიდან აღმოჩენილ ცხენის ხორცთან დაკავშირებით.
რესტორნის დასახელებამ გამოიწვია ერთგვარი გაუგებრობა, რადგან დადიანის ქუჩაზე დაწესებულება, სადაც სახელწოდება “ველიამინოვი” ფიგურირებს, ორია. შესაბამისად, ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს არაფერი აქვს საერთო სახინკლე შპს “ველიამინოვთან”, რომელიც დადიანის ქ. #8-ში მდებარეობს, ისევე, როგორც შპს “ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე” არავითარი კავშირი არ აქვს ლუდის კომპანია “ყაზბეგთან”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები