ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ მერიისთვის გრანტის გამოყოფას საკრებულომ მხარი დაუჭირა

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ მერიისთვის 10 მილიონიანი გრანტის გამოყოფას საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო საკრებულოს ინფორმაციით.,ფონდ „ქართუს“ შორის „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებაზე იმსჯელეს. დეპუტატებს აღნიშნული საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ქონების მართვის და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ მიაწოდა. სამუშიას განცხადებით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ თბილისის მერიას ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის 10 მილიონი ლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს. მისი თქმით, ეს თანხა საჩუქარია თბილისის ბიუჯეტისთვის, იგი თითოეული თეთრის დონეზე გაწერილია და სხვა და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება.
საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე თბილისის სხვა და სხვა რაიონში, კონკრეტულ მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების რამდენიმე გეგმა დაამტკიცეს. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, კენჭისყრამდე, ამ საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ მიაწოდა. მომხსენებელმა დეტალურად უპასუხა საკრებულოს წევრების კითხვებს განსახილველი საკითხების შესახებ. გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის დავით ჭედიას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ამ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად კარლო ლაფერაძის დანიშვნის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის განვითარების ფონდისთვის, თვალჭრელიძის N11ა–ში მდებარე უძრავი ქონების, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას. საკრებულოს სხდომას მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები