„ბათუმი თაუერის“ ინვესტორებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნეს

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო აუქციონში გამარჯვებულ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლებს და მის უცხოელ პარტნიორებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ინვესტორმა მხარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს გააცნო მიმდინარე და სამომავლო გეგმები, როგორც მოცემულ პროექტთან დაკავშირებით, ისე სხვა საინვესტიციო პროექტებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე. შედგა მოკლე პრეზენტაცია იმ სასტუმრო ბრენდთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს ქალაქ ბათუმში სასტუმროს მართვას. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები