საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუროს წევრებმა თბილისის მერის დავით ნარმანიას სამი წერილი განიხილეს. წერილები ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წარუდგინა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა დეტალური განხილვის შედეგად გლდანის რაიონში ორ მისამართზე და ისნის რაიონში ერთ მისამართზე შესასრულებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას მისცეს თანხმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები