ოლიმპიური ფესტივალისთვის “ქართუს” მიერ 10 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით გიორგი ტყემალაძე განმარტებას აკეთებს

თანხა, კონკრეტულად კი 10 მილიონ ლარი, რომელიც ფონდი “ქართუ” ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბიუჯეტში გამოყოფს, თავიდანვე საჭირო იყო – აღნიშნული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერია აწარმოებდა მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და გადაწყდა, რომ ამ თანხას ოლიმპიადის ბიუჯეტში ფონდი “ქართუ” გადარიცხავს.
“ეს თანხა თავიდანვე იყო საჭირო. პერმანენტულად ხდება თანხების მოძიება. გარკვეული ხნის წინ გაიზარდა ბიუჯეტი 38 მილიონი ლარით. თბილისის მერია პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამისად გადაწყდა, რომ ამ თანხას ფონდი “ქართუ” გადარიცხავს ოლიამპიადის ბიუჯეტში”, – განაცხადა ტყემალაძემ.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე კი თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას თბილისის ოლიმპიურ ფესტივალთან მიმართებაში არასერიოზულ და არაკომპეტენტურ მიდგომაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თქმით, ორი კვირის წინ 38 მილიონი ლარით გაიზარდა ოლიამპიადის ბიუჯეტი, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ნაგვის გატანისთვის, ასფალტის მოწესრიგებისთვის კიდევ 10 მილიონი ლარი ყოფილა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები