ეროვნული სატყეო პროგრამის მე-7 სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ნახშირბადის კრედიტების საკითხი განიხილეს

დღეს ეროვნული სატყეო პროგრამის მე-7 სამუშაო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი, სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე მერაბ მაჭავარიანი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილება – ადაპტაციის ფარგლებში ჩატარდა. განხილული იყო ნახშირბადის კრედიტების (“carbon credits”) საკითხები. კერძოდ, ამერიკული კომპანიის „Environmental Partners International LLC”-ის საქართველოში წარმომადგენელი კომპანიის „გრინერჯი ინვესტმენტის“ მიერ წარმოდგენილი იყო ნახშირბადის კრედიტის მოდელი, რომელიც შექმნილია საერთაშორისო კლიმატის ცვლილების პროტოკოლის ფარგლებში მიწათმფლობელთა და პროექტების შემმუშავებელი ფირმების სტიმულირების მიზნით, რომ მათ აღნიშნული მოდელის სარგებლობით მიიღონ შემოსავალი და, ამავდროულად, ემისიები შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები