ვალერი კვარაცხელია: მედიკამენტების ბაზარზე ფასები სტაბილურია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, უწყება თვეში ორჯერ ფასების მონიტორინგს ახორციელებს. მისი თქმით, მედიკამენტების ბაზარზე ფასები სტაბილურია.
“იმ სიტუაციაში, როცა ლარზე სერიოზული პრობლემები იყო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ შევძელით მეტ-ნაკლებად შეგვენარჩუნებინა ფასები ძირითად მედიკამენტებზე. როგორ შევძელით, ეს ტექნიკის საქმეა, არავისთვის დაგვიძალებია, არ აწიო ფასებიო, არავისთვის ხელი არ გადაგვიგრიხავს, მაგრამ იგივე ფარმაცევტულ ასოციაციასთან მუშაობით შევძელით რომ ეს ასეა. განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ბაზარზე. ახლა სტაბილურად არის ფასები და იმედია, მომავალშიც განსაკუთრებული ზრდა არ იქნება”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ ზოგიერთ პრეპარატზე ფასების კლება გამოაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 500-600 პრეპარატზე ფასები 10-15%-ით იყო გაძვირებული, ბოლო თვის განმავლობაში ფასების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები