გლდანის რაიონში შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება დაიწყო

გლდანის რაიონის ოთხივე ტერიტორიულ ერთეულში (მუხიანი, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის კენტი და ლუწი მიკრო რაიონები) შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება დაიწყო. სამუშაოების მოცულობა 1734,7 კვ.მ.-ია და მისი საერთო სავარაუდო ღირებულება 52 020 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მისამართზე 50 ოჯახი ცხოვრობს.
შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოწყობისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 32 მისამართზე განხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპის სატენდერო პროგრამას გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული განყოფილება შეიმუშავებს. სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევს ქალაქის მერიის აიპ ,,მუნიციპალური ლაბორატორია“ და გლდანის რაიონის ინფრასტრუქტურული განყოფილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები