რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში ახალი “მოქსის” სასტუმრო გაიხსნება

საქართველოში აშშ -ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, სასტუმრო “მოქსი” ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდან. რიჩარდ ნორლანდი დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “GMT ჯგუფსა” და “მარიოტს” შორის სასტუმრო “მოქსის” მართვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო, რომელიც ითვალისწინებს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე “GMT ჯგუფს” ახალი პროექტის დაწყებას. “ნამდვილად კარგი დღეა დღეს საქართველოსთვის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასტუმრო ქსელების ჯგუფი “მარიოტი” თანამშრომლობს ქართულ კომპანია GMT -სთან და საქართველოში ახალი “მოქსის” სასტუმრო გაიხსნება, მდინარის მეორე მხარეს, მშრალ ხიდთან. მშენებლობა დასრულდება 20017 წელს და ეს ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდან”, – განაცხადა რიჩარდ ნორლადმა.
როგორც ნორლანმა აღნიშნა, ამ პროექტში აშშ მონაწილეობს. აშშ-ს სამთავრობო სააგენტო “ოპიკის” მეშვეობით, რომელიც ამ პროექტს 18 მილიონი დოლარით აფინანსებს. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სასტუმროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები