კვირიკაშვილი: იპოთეკით დაზარებულთა პრობლემის მოსაგვარებლად მაქსიმალური უნდა გავაკეთეთ

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის უდიდესი ნაწილი ნასესხები თანხებიდან გამომდინარეობს, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოს არ შეუძლია. ამის შესახებ კვირკაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც „ჯიემჯი“ ჯგუფსა და „მარიოტს“ შორის სასტუმრო „მოქსის“ მართვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, სახელმწიფომ დაზარალებული მოქალაქეებისთვის, კანონმდებლობის კუთხითაც მაქსიმალური გააკეთა, სადაც საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვასა და ზედა ზღვარის დაწესებაზეა საუბარი.
„უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემების უდიდესი ნაწილი, კერძოდ, ნასესხები თანხებიდან გამომდინარეობს და სამწუხაროდ, ყველა ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს არ შეუძლია. ჩვენ რაც შეგვეძლო, კანონმდებლობის კუთხითაც მაქსიმალური გავაკეთეთ, სადაც საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვასა და ზედა ზღვარის დაწესებაზეა საუბარი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, იპოთეკით დაზარებული მოქალაქეების პრობლემაზე სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა. „იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში, ამ ადამიანებისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი, რათა საკუთარი ბინების გამოსყიდვისთვის მათ მაქსიმალური ვადები ჰქონოდათ. საბანკო სექტორთანაც ვიმუშავეთ იმისთვის, რომ აღნიშნული სექტორიდანაც ხელი მაქსიმალურად შეგვეწყო“, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები